10 ოქტომბერი 2024,   13:27
ვრცლად
ახლო აღმოსავლეთში საბრძოლო მოქმედებები არ წყდება - ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით "ჰესბოლამ" 20-მდე რაკეტა გაუშვა

ახლო აღმოსავლეთში საბრძოლო მოქმედებები არ წყდება - ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით "ჰესბოლამ" 20-მდე რაკეტა გაუშვა. დაშავებულია ერთი ადამიანი, დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემამ რაკეტების განეიტრალება შეძლო.

თავდასხმების საპასუხოდ, ისრაელი სამხრეთ ლიბანში სახმელეთო ოპერაციას ატარებს. "ცახალმა" ღამით "ჰესბოლას" 200-მდე ობიექტზე ავიაიერიში მიიტანა. ისრაელი ირანზე დარტყმისთვისაც ემზადება, მედია წერს, რომ ნეთანიაჰუ ამის შესახებ ბაიდენსაც ესაუბრა. მხარეებმა კოორდინაციის საკითხები განიხილეს.

"ვნახეთ თავდასხმა, რომელიც ირანმა ჩვენზე ცოტა ხნის წინ განახორციელა. აგრესიული შეტევა იყო თუმცა წარუმატებელი. ზუსტად იმას გავაკეთებთ რასაც ყველა სხვა ფრონტზე. ჩვენი დარტყმა მომაკვდინებელი და ზუსტი იქნება. ვერ მიხვდებიან რა და როგორ მოხდა. დაინახავენ შედეგებს," - აცხადებს ისრაელის თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი.

დღის ამბები