11 ოქტომბერი 2024,   03:29
ვრცლად
პოლიცია ეძებს ეჭვმიტანილს, რომელმაც კალიფორნიის სანაპიროზე ზღვის ლომი მოკლა

აშშ-ში, პოლიცია ეძებს ეჭვმიტანილს, რომელმაც კალიფორნიის სანაპიროზე მწოლიარე 2 წლის ზღვის ლომს ესროლა და მოკლა. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.

ოკეანისა და ატმოსფერული ადმინისტრაციის აღსრულების ეროვნული ბიურო, 20 000 დოლარის ოდენობით ჯილდოს გასცემს მასზე, ვინც მათ ინციდენტის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის.

მაშველებმა დაჭრილი ზღვის ლომი 7 აგვისტოს იპოვეს, მას ზურგზე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები ჰქონდა.

წყნარი ოკეანის ზღვის ძუძუმწოვართა ცენტრის განმარტებით, მიუხედავად გაწეული სამედიცინო დახმარებისა, ძუძუმწოვარი მიყენებული ჭრილობების შედეგად მეორე დღეს გარდაიცვალა.

დღის ამბები