21 დეკემბერი 2024,   16:19
ვრცლად
ერთი დღე მორიგ მნიშვნელოვან მატჩამდე, საქართველოს ეროვნული ნაკრები უკრაინის დასამარცხებლად მზადებას განაგრძობს

ერთი დღე მორიგ მნიშვნელოვან მატჩამდე, საქართველოს ეროვნული ნაკრები უკრაინის დასამარცხებლად პოლონეთის ქალაქ პოზნანში მზადებას განაგრძობს. ეროვნული ნაკრები სერგეი რებროვის გაწვრთნილ გუნდთან შესახვედრად ერთა ლიგაზე მიღწეული შთამბეჭდავი შედეგებით გადიან - ზედიზედ 4 მოგება და 9 მატჩი დაუმარცხებლად. ამას ემატება ისიც, რომ უკრაინის ნაკრებს საკადრო პრობლემები აქვს - ვილი სანიოლმა კი ყველა ფეხბურთელი გამოიძახა, ვინც სურდა.

გამოძახებულებს შორის არის ხვიჩა კვარაცხელიაც რომელიც, ცოტა ხნის წინ, სერია A-ს სექტემბრის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. დასავლური მედია მატჩის წინ წერს ნაკრების კიდევ ორ გამორჩეულ ფეხბურთელზე - მეკარე გიორგი მამარდაშვილსა და ევროპის ჩემპიონატის თანაბომბარდირ გიორგი მიქაუტაძეზე. ახლა საქართველოს ეროვნული გუნდისთვის მთავარია, პოზნანში ქართველი გულშემატკივრისგან მაქსიმალური მხარდაჭერა იგრძნოს.

ავტორი: ლაშას დვალიშვილი

დღის ამბები