11 ოქტომბერი 2024,   02:35
ვრცლად
ვილნიუსში, მამაკაცმა ადვოკატი მოკლა, რომელსაც სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა აღესრულებინა

ვილნიუსში, ბინიდან გამოსახლების პროცესი მსხვერპლით დასრულდა - მამაკაცმა ადვოკატი მოკლა, რომელსაც სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა აღესრულებინა.

ამასთან, მამაკაცმა ადგილზე მისულ პოლიციას ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც ორი სამართალდამცველი დაიჭრა.

მსროლელის ასაყვანად პოლიციას სპეცოპერაციის ჩატარება და ბინაში შტურმით შესვლა მოუწია, რის შემდეგაც ის დააკავეს.

ადვოკატის ცხედარი პოლიციამ სწორედ ბინაში აღმოაჩინა.

დღის ამბები