11 ნოემბერი 2024,   04:57
ვრცლად
აბაშაში, ბანკის გაძარცვის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

აბაშაში, გუშინ ღამით, ბანკის გაძარცვა სცადეს. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული პირი მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

მძარცველმა ბანკიდან თანხის და ინვენტარის წაღება ვერ მოახერხა.

როგორც "რუსთავი 2-ს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმობს.

დღის ამბები