11 ოქტომბერი 2024,   16:27
ვრცლად
"როგორ გავუმკლავდეთ დეზინფორმაციას" - მედიაწიგნიერების ოლიმპიადისთვის და მედიალაბორატორიის მოსაპოვებლად, სხვადასხვა რეგიონის სკოლები აქტიურად ემზადებიან

კომუნიკაციების კომისიის მიერ მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის გამოცხადებული მედიაწიგნიერების ოლიმპიადისთვის საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლები ემზადებიან და ცდილობენ, გუნდურად შეიმუშაონ კრეატიული და ინფორმაციული პასუხი კითხვაზე - "როგორ გავუმკლავდეთ დეზინფორმაციას?"

ოლიმპიადაზე ნამუშევრების მიღებია 16 ოქტომბერს დასრულდება, რის შემდეგაც, კომპეტენტური ჟიური ორ გამარჯვებულ სკოლას გამოავლენს, რომელთაც კომუნიკაციების კომისია თანამედროვე მედიალაბორატორიას მოუწყობს. ოლიმპიადაში გამარჯვებისთვის აქტიურად ემზადებიან სოფელ ენაგეთის საჯარო სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლეებიც, რომლებიც გუნდურად, კონკურსის მთავარ კითხვაზე საპასუხოდ საკონკურსო ნაშრომს ამზადებენ, რათა მედიალაბორატორიის მოპოვების შემთხვევაში, სკოლის ყველა მოსწავლეს მაღალხარისხიანი მედიაპროდუქტის დამოუკიდებლად შექმნის შესაძლებლობა ჰქონდეს.

 

დღის ამბები