13 ოქტომბერი 2024,   14:11
ვრცლად
რთველი ლეჩხუმში აქტიურ ფაზაშია - ბოლო მონაცემებით, გადამუშავებულია 860 ათას კილოგრამზე მეტი ყურძენი

რთველი ლეჩხუმში აქტიურ ფაზაშია - ბოლო მონაცემებით, გადამუშავებულია 860 ათას კილოგრამზე მეტი ყურძენი. აქედან ცოლიკაური 640 ათას კილოგრამს აჭარბებს, ტვიშის ცოლიკაური კი თითქმის 69 ათას კილოგრამს აღწევს. 93 ათას კილოგრამამდეა უსახელოური, ოჯალეში კი 29 ათასს აჭარბებს.

მოსავლის დაბინავების პროცესში 35-ზე მეტი კერძო კომპანიაა ჩართული.

აღსანიშნავია, რომ წელს ლეჩხუმში რთველი ნაადრევად დაიწყო. მოსავალზე გასული წლის ფასი შენარჩუნდა, რაც 1 კილოგრამ ცოლიკაურზე 5 ლარს შეადგენს.

დღის ამბები