13 ოქტომბერი 2024,   18:19
ვრცლად
ახმეტის მუნიციპალიტეტში თუშური ყველის ფესტივალი მიმდინარეობს

ახმეტის მუნიციპალიტეტში თუშური ყველის ფესტივალი მიმდინარეობს. მასპინძელი სოფელ ქვემო ალვანში აგროტურისტული მეურნეობა ითაბანია. ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილია ადგილობრივების ხელნაკეთი ნივთების ბაზრობა, სხვადასხვა მასტერკლასი, თუშური გუდის ყველის კონკურსი, თუშური ფოლკლორი და ქორეოგრაფია, ტრადიციული თამაშები და ძველი თუშური ცხოვრების ამსახველი კადრების კინოჩვენება.

თუშური ყველის ფესტივალი წელს პირველად იმართება და ტრადიციულ სახეს მიიღებს. ღონისძიების მიზანი თუშურის კულინარიის პოპულარიზაციაა.

დღის ამბები