13 ოქტომბერი 2024,   19:10
ვრცლად
“ამ ადგილებშია გაზრდილი“ - ლენტეხში ერთ-ერთ მწვერვალს აგვისტოს გმირის ალექსანდრე ონიანის სახელი მიენიჭა

ლენტეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჟახუნდერის ამ დრომდე ერთ-ერთ უსახელო მწვერვალს (რომელიც ზღვის დონიდან 2606 მეტრზე მდებარეობს) აგვისტოს გმირის (შინდისის გმირის) ალექსანდრე ონიანის სახელი მიენიჭა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული გმირის ქუჩა დედაქალაქში უკვე არსებობს. ამასთან, როგორც ალექსანდრე ონიანის დამ, ელენე ონიანმა “რუსთავი 2-ს“ განუცხადა, სამომავლოდ ალეკო ონიანის სახელობის სკვერი მის სოფელშიც უნდა გაიხსნას.

რაც შეეხება მწვერვალისთვის გმირის სახელის მინიჭებას, ელენე ონიაინი მის ემოციებს გვიზიარებს:

“ალეკოს სახელი ამ მწვერვალს გასული წლის იანვარში მიენიჭა, თუმცა მონუმენტი გუშინ ავიტანეთ და დავამონტაჟეთ. ემოციურად დატვირთული დღე იყო. საამაყოა და, აღსანიშნავია, რომ ზუსტად ამ ადგილებშია გაზრდილი. ეს მწვერვალი უსახელო იყო და გიჟდებოდა იქაურობაზე, ძალიან უყვარდა. თითქმის მთელი ზაფხული იქ იყო ხოლმე,“ - ამბობს ელენე ონიანი.

ელენე ონიანი ასევე, მადლობას უხდის, როგორც ადგილობრივ მუნიციპალიტეტს, ასევე, თავდაცვის სამინისტროს და ყველა იმ უწყებას, რომელმაც წყვილი შეიტანა მწვერვალზე აღნიშნული მონუმენტის დადგმაში.

დღის ამბები