04 ნოემბერი 2024,   21:29
ვრცლად
სოფელ დიღომში, რეაბილიტირებული მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი გაიხსნა

სოფელ დიღომში, რეაბილიტირებული მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი გაიხსნა. აღნიშნული ტერიტორია სპორტის სამინისტრომ 2023 წლის მაისში, მძიმე მდგომარეობაში ჩაიბარა. სარემონტო სამუშაოები კი მიმდინარე წელს დაიწყო.

სრულად რეაბილიტირებულია, ერთსართულიანი მულტიფუნქციური სპორტული დარბაზი, მინი ფეხბურთის სტადიონი და ორსართულიანი სპორტული კომპლექსი, რომელშიც ორი სავარჯიშო დარბაზია განთავსებული. მოეწყო გასახდელები, ადმინისტრაციული ოთახები, ექიმის ოთახი, განახლდა განათებისა და გათბობის სისტემები, დაიგო ახალი იატაკი.

სოფელ დიღომში მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულებამ 1 120 910 ლარი შეადგინა.

დღის ამბები