14 ოქტომბერი 2024,   13:25
ვრცლად
სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში, კლასიკური მუსიკის საღამოზე ლიზა ჩხაიძის დებიუტი შედგა

თბილისის, ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში, კლასიკური მუსიკის საღამოზე, მუსიკოსის, არტისტისა და კომპოზიტორის, ლიზა ჩხაიძის დებიუტი შედგა და საავტორო ნაწარმოები "სიმფონიური სურათი“ შესრულდა.

ლიზა ჩხაიძე ახალგაზრდა მუსიკოსი და კომპოზიტორია, რომელმაც სრული დაფინანსებითა და წარმატებით დაამთავრა ამერიკაში, ბერკლის მუსიკალური კოლეჯი.

კლასიკური მუსიკის საღამოზე თბილისის ოპერისა და ბალეტის სიმფონიური ორკესტრი უკრავდა მაესტრო ვახტანგ მაჭავარიანის დირიჟორობით. საღამოზე შესრულდა მოცარტის 39-ე სიმფონია, იოსებ ბარდანაშვილის “იმიჯი”, შედგა ჯიმშერ ჩხაიძის ნაწარმოებების პრემიერა: შესავალი “მეფე დავითის ოპერიდან”, არია გუნდთან ერთად “მეფე დავითის ოპერიდან” და მხედრული.

დღის ამბები