21 დეკემბერი 2024,   15:36
ვრცლად
კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა - არიან დაშავებულები

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში, ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი პირი ემსხვერპლა. ცენტრალურ მაგისტრალზე ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლი - ახალგაზრდა ქალი ადგილზე დაიღუპა.

“რუსთავი 2“ - ის ინფორმაციით, ავარიის შედეგად მსუბუქად დაშავდა კიდევ ორი ადამიანი, რომლებიც თელავის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და სამაშველო დახმარების ბრიგადები.

დღის ამბები