15 ოქტომბერი 2024,   03:20
ვრცლად
16 წლის არასრულწლოვანის სექსუალური შევიწროება და ქალების გაუპატიურება - P Diddy-ს ახალი ბრალდება წაუყენეს

ამერიკელ რეპერს, შონ კომბსის, იგივე P Diddy-ს, ახალი ბრალდება წაუყენეს. Skynews-ის ცნობით, გავლენიან რეპერს ბრალად დამატებით ექვს ადამიანზე სექსუალური ძალადობა ედება, მათ შორისაა 16 წლის ბიჭის სექსუალური შევიწროება.

ახალი სარჩელი 14 ოქტომბერს, ნიუ-იორკის ფედერალურ სასამართლოში ანონიმურად შეიტანეს. ბრალდებები 1995-2021 წლამდე მომხდარ ინციდენტებს ეფუძნება. სავარაუდო მსხვერპლები ამტკიცებენ, რომ ზოგიერთი თავდასხმა P Diddy-ს წვეულებებზე მოხდა.

ერთ-ერთი მოსარჩელე ჰყვება, რომ P Diddy-მ ის სექსუალურად შეავიწროვა 1998 წელს, წვეულებაზე, როდესაც 16 წლის იყო. მოსარჩელე ამტკიცებს, რომ ინციდენტი რეპერთან საუბარს მოჰყვა მუსიკალურ ინდუსტრიაში თავის დამკვიდრების შესახებ.

შეგახსენებთ, რომ ამერიკელი ჰიპ-ჰოპ შემსრულებელი, რეპერი და პროდიუსერი შონ კომბსი ტრეფიკინგისა და პროსტიტუციისთვის ხელის შეწყობის ბრალდებითაა დაკავებული. პროკურატურის მტკიცებით, კომბსი ბრალდებულია რამდენიმედღიანი დახურული ღონისძიებების დროს დიდი ოდენობის ნარკოტიკის მოხმარებასა და ამ ღონისძიებებზე სექსტრეფიკინგში. გავრცელებული ინფორმაციით, ამ წვეულებებს ჰოლივუდის ცნობილი სახეებიც ესწრებოდნენ.

ამავე თემაზე: რა არის ცნობილი P Diddy-ს ბრალდებების შესახებ - სასამართლო საქმის მიმდინარეობის ქრონოლოგია

დღის ამბები