14 ოქტომბერი 2024,   23:17
ვრცლად
საქართველო - ალბანეთი - საქართველოს ნაკრები ერთა ლიგაზე, მიმდინარე სეზონის მეოთხე მატჩს ატარებს

ბრძოლა ჯგუფში პირველი ადგილის შესანარჩუნებლად. მეორე ტაიმი რამდენიმე წუთში დაიწყება. დღეს საქართველოს ნაკრები ერთა ლიგაზე, მიმდინარე სეზონის მეოთხე მატჩს ატარებს.

“უეჭველად მოსაგები თამაში“ - ასე აფასებს ყველა მიხეილ მესხის სტადიონზე მიმდინარე შეხვედრას, სადაც პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში 0:0-ია.

ალბანელებს ქართველებთან 2005 წლის შემდეგ არ გაუმარჯვიათ, მაგრამ ალბანეთის ნაკრები მაინც ყოველთვის ითვლება ყველასთვის რთულ მეტოქედ.

ერთა ლიგის ჯგუფურ გათამაშებაში ჯვაროსნებმა ტირანაში ალბანეთი 1:0 გიორგი ქოჩორაშვილის გოლით დაამარცხეს, მაგრამ ნაკრების 6 ნომერი დისკვალიფიკაციის გამო დღეს მოედანზე არ არის.


ავტორი: ლაშა ბერძენიშვილი

დღის ამბები