21 დეკემბერი 2024,   16:11
ვრცლად
არის თუ არა ქართველებისთვის საქართველო სამყაროს ცენტრი - ხელისუფლება ნინო ლომჯარიას ანტიქართულ პროპაგანდაში ადანაშაულებს

ანტიქართული პროპაგანდა მმართველი გუნდისთვის ამჯერად ნინო ლომჯარიას განცხადება გახდა. ყოფილი სახალხო დამცველი ამბობს, რომ საქართველო მსოფლიო პოლიტიკურ დღის წესრიგს უნდა მოერგოს. “ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ხელისუფლებისთვის პრიორიტეტი ეროვნული ინტერესებია და სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობა და პარტნიორობაც მხოლოდ ამის გათვალისწინებით ხდება.

ყოფილმა სახალხო დამცველმა ერთ-ერთი მედიასაშუალების ეთერში თქვა, რომ საქართველო არც სამყაროს ცენტრია და არც ჩვენი ქვეყანა უნდა მიგვაჩნდეს ყველაზე მნიშვნელოვნად. ფიქრობს, რომ მსოფლიო პოლიტიკა საქართველოს გარშემო არ ტრიალებს.

პლატფორმა - “საქართველოს ევროპული ორბიტა“ დამფუძნებელმა დღეს “კურიერის“ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. ნინო ლომჯარიას ნაცვლად მისმა პარტნიორმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა ისაუბრეს.

მთავრობის მეთაური ყოფილ ომბუდსმენს განვითარებაში ხელისშემშლელი მენტალიტეტისგან გათავისუფლებას უსურვებს. პრემიერის შეფასებით, ლომჯარიას მსგავსი ადამიანები ქვეყანაში სამწუხარო რეალობას ქმნიან. “ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა ყოფილ სახალხო დამცველს წარსული განცხადებებიც შეახსენა. კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ ლომჯარიას და მის კოლეგა ოპოზიციონერებს შესაბამის პასუხს 26 ოქტომბერს საზოგადოება გასცემს.

მსოფლიოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე და ამ პროცესში საქართველოს როლზე ნინო ლომჯარიამ ერთ-ერთ გადაცემაში ისაუბრა.

დღის ამბები