უკრაინაში ომი გრძელდება - საჰაერო განგაში რამდენიმე ოლქში სამხრეთიდან რუსების მიერ ბალისტიკური რაკეტებისა და დრონების რამდენიმე ჯგუფის გაშვების გამო ჩაირთო.
რუსულმა ძალებმა მიკოლაივი დაბომბეს, შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა 16 ადამიანი. დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებებიც.
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში ფრონტზე 189 საბრძოლო შეტაკება განხორციელდა.
უკრაინის პრეზიდენტი მიმდინარე კვირაში ევროსაბჭოს სამიტზე ევროკავშირის ლიდერებს “გამარჯვების გეგმას“ წარუდგენს.
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, უკრაინაში ევროკავშირის მისია სამხედროების წვრთნებისთვის კიდევ ორი წლით გაგრძელდება.