15 ოქტომბერი 2024,   17:15
ვრცლად
დონეცკის ოლქის ქალაქ კურახოვოსთან უკრაინის თავდაცვისა და რუსეთის საოკუპაციო ძალებს შორის სასტიკი შეტაკებებია

დონეცკის ოლქის ქალაქ კურახოვოსთან სასტიკი შეტაკებებია. ოკუპანტი ქალაქს ორი კილომეტრის მანძილზე მიუახლოვდა. გერმანული გამოცემა “ბილდის“ ინფორმაციით, ამ საბრძოლო მიმართულებით ოქტომბერში რუსეთის ძალებმა 6-7 კილომეტრით წინ წაიწიეს.

გამოცემა “უნიანი“ წერს, რომ ქალაქის მიმდებარედ მნიშვნელოვანი საქალაქთაშორისო მაგისტრალია, რომლითაც დონეცკის რეგიონში, უკრაინის არმიას ამარაგებენ. ოკუპანტი კი გზაზე კონტროლის დამყარებას ცდილობს.

რუსეთის თავდასხმებს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ნიკოლაევში, შემთხვევის შედეგად დაშავდა 23 პირი. შეტაკებების დროს, რუსეთმა 7 ბალისტიკური რაკეტა გამოიყენა. თავდასხმის ადგილზე ხანძარია. გარდა ამისა, განადგურებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას მაქსიმალური მხარდაჭერა სჭირდება.

“ჩვენს პარტნიორებთან ყველა შესაბამის ღონისძიებას გავატარებთ, რომ რუსეთის წარუმატებლობა უზრუნველვყოთ. ამის გაკეთება შესაძლებელია. ამ კვირაში ევროპაში ყველა ჩვენს პარტნიორს რუსეთისთვის ომის სამართლიანად დასრულების იძულების სტრატეგიას წარვუდგენთ. რა თქმა უნდა, “გამარჯვების გეგმა“ გამოქვეყნდება. მეტიც გამოქვეყნდება წინასწარ პასუხთან ერთად, რომელიც პარტნიორებისგან მივიღეთ. უკრაინაში ყველას გვჭირდება მაქსიმალური მხარდაჭერა", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

დღის ამბები