15 ოქტომბერი 2024,   21:14
ვრცლად
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო დაათვალიერა, რომელიც თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღიჭურვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფებოდა. ირაკლი კობახიძემ დაათვალიერა, კლინიკა, რომელიც თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღიჭურვა. 

"ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ მაგნიტო რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატი იქნა შეძენილი რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოსთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად აღიჭურვოს რესურსებით ეს საავადმყოფო. ზოგადად, რეგიონში ნებისმიერ კლინიკას გაუწევს კონკურენციას რუხის საავადმყოფო. თანდათანობით, კიდევ უფრო მეტად ვითარდება მისი რესურსები, არის არაჩვეულებრივი სამედიცინო პერსონალი და რა თქმა უნდა, მომავალშიც გაგრძელდება ზრუნვა. ეს საავადმყოფო იღებს პაციენტებს მათ შორის აფხაზეთიდან, ოკუპირებული ტერიტორიიდან, მათ შორის იღებს პაციენტებს, რომლებიც არიან ეთნიკური აფხაზები. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის მნიშვნელოვანი," - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

სამედიცინო დაწესებულებაში 2024 წელს წარმოებული ორ მილიონ ნახევარი დოლარის ღირებულების მაგნიტო რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატია განთავსებული.

სამედიცინო აპარატურით მომსახურება მოქალაქეებს დღეიდან შეეძლებათ. საავადმყოფო აღჭურვილია ანგიოგრაფიის აპარატურითაც. პაციენტებს, რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ქიმიოთერაპიის სერვისით სარგებლობაც შეუძლიათ. ის აღჭურვილია ანგიოგრაფიის აპარატურითაც. პაციენტებს, რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ქიმიოთერაპიის სერვისით სარგებლობაც შეუძლიათ.

სერვისებით ხშირად სარგებლობენ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეებიც.

დღის ამბები