17 ოქტომბერი 2024,   15:30
ვრცლად
ყაზბეგში ღუდუშაურების ციხის გალავნისა და ეზოს რეაბილიტაცია დასრულდა

ყაზბეგში დასრულდა ღუდუშაურების ციხის გალავნისა და ეზოს რეაბილიტაცია. სამუშაოები, სოფელ სნოში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ დააფინანსა.

გაწმინდეს ტერიტორია, აღადგინეს კედლები და გალავნები, განაახლეს გარე განათება, მოეწყო კიბე და საფეხმავლო ბილიკები.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, 2022 წელს, წვიმამ დააზიანა. 

დღის ამბები