19 ოქტომბერი 2024,   15:35
ვრცლად
ოპერისა და ბალეტის თეატრში ოთარ თაქთაქიშვილის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა

ოპერისა და ბალეტის თეატრში ოთარ თაქთაქიშვილის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა.

ღონისძიებაში მონაწილეობა ოპერის თეატრის სოლისტებმა, გუნდმა, ორკესტრმა და ანსამბლმა "რუსთავმა" მიიღო. კონცერტზე შესრულდა ფრაგმენტები ოთარ თაქთაქიშვილის სხვადასხვა ნაწარმოებიდან.

ოპერის თეატრის ცისფერ დარბაზში მოეწყო გამოფენა და საზოგადოებას საშუალება მიეცა, ენახა ოთარ თაქთაქიშვილის ფოტოები, მისი სპექტაკლების აფიშები.

დღის ამბები