19 ოქტომბერი 2024,   19:33
ვრცლად
"თუ პრეზიდენტი პრემიერს არჩევნებამდე დაასახელებს ჩხუბი დაიწყება, თუ ამის შემდეგ გამოაცხადებენ კიდევ უარესი სიტუაცია იქნება"- ვახტანგ მეგრელიშვილი

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა, "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ თუ არჩევნებამდე პრეზიდენტი პრემიერობის კანდიდატს დაასახელებს ამაზე ჩხუბი დაიწყება, თუმცა შემდეგ დასახელების შემთხვევაშიც ეს წამგებიანი იქნება:

"ყველა შემთხვევა წამგებიანია, თუ დაასახელებს ქალბატონი პრეზიდენტი პრემიერს, მგონია რომ ჩხუბი დაიწყება. სინამდვილეში ხომ უნდა ვიცოდეთ თუ ვინ იქნება მომავალი პრემიერ-მინისტრი იმ მოქალაქეებმა, რომლებმაც შაბათს არჩევანი უნდა გააკეთონ. თუ ამის შემდეგ გამოაცხადებენ კიდევ უარესი სიტუაცია იქნება. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ეს კონსტრუქცია, რომელიც წინასაარჩევნოდ დაჯდა, სინამდვილეში, რაღაც თვალსაზრისით, "ქართული ოცნებისთვის" იყო სასარგებლო,"- აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი.

 

დღის ამბები