20 ოქტომბერი 2024,   17:04
ვრცლად
ევროკავშირის ელჩი, სხვა ქვეყნის წარმომადგენლები და ზოგადად უცხოური აქტორები, პირდაპირ წარმართავენ იმ წინასაარჩევნო კამპანიას, რომელიც საქართველოშია - გურამ მაჭარაშვილი

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალის" წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ევროკავშირის ელჩი, სხვა ქვეყნის წარმომადგენლები და ზოგადად უცხოური აქტორები, პირდაპირ წარმართავენ იმ წინასაარჩევნო კამპანიას, რომელიც საქართველოშია.

მისი განმარტებით, მმართველი გუნდის ოპონენტები, რეალურად უცხოური აქტორები არიან.

"არამც თუ ჩართულები არიან და საქართველოს საქმეებში ჩარევა არის ევროკავშირის ელჩის მხრიდან, არამედ ეს ხალხი წარმართავს წინასაარჩევნო კამპანიას. ევროკავშირის ელჩი, სხვა ქვეყნის წარმომადგენლები და ზოგადად უცხოური აქტორები, პირდაპირ წარმართავენ იმ წინა საარჩევნო კამპანიას, რომელიც არის საქართველოში. რეალურად, ჩვენი ოპონენტები ახლა არიან უცხოური ძალები. აქაური, ქართული ოპოზიცია წინასაარჩევნო კამპანიას, როგორც წესი არ ატარებს. ოპოზიცია და ზურაბიშვილი ამბობენ, რომ თურმე ევროპული ღირებულება არის ის, რასაც იტყვის ევროკავშირის ელჩი და და ევროკავშირი ის უნდა გააკეთოს ქართველმა ხალხმა, ანუ მონობის სტატუსი უნდა მივიღოთ", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილი.

დღის ამბები