21 ოქტომბერი 2024,   02:02
ვრცლად
ჩვენ გავაგრძელებთ ამ ქვეყნის განვითარებას, ჩვენი ქალაქის მოვლას, აღმშენებლობას და აღორძინებას - კახა კალაძე პარკის გახსნის ცერემონიალზე

ზღვისუბნის პარკი გაიხსნა - რეკრეაციული სივრცე 25 ჰექტარზეა გადაჭიმული. პარკის რეაბილიტაციისთვის 40 მილიონი ლარი გამოიყო.

პროექტის ფარგლებში მოეწყო სანიაღვრე და სარწყავი სისტემა. დამონტაჟდა გარე განათების ქსელები, მოეწყო ფეხბურთის და კალათბურთის მოედნები. პარკის ტერიტორიაზე გაკეთდა ორი ხელოვნური ტბა. გახსნის ღონისძიებაზე გაიმართა კონცერტიც.

"რამდენიმე წლის წინ, როდესაც პირველად რომ მოვედით აქ, წარმოუდგენელი ანტისანიტარია იყო და ადგილობრივ მოსახლეობას დავპირდით, რომ გავაშენებდით ყველაზე მაგარ და ყველაზე მწვანე რეკრეაციულ სივრცეს. ამ პროექტების განხორციელებამ, რომელსაც ჩვენ მთელი ქალაქის მასშტაბით ვახორციელებთ და ვაკეთებთ მოიტანა ქვეყანაში გრძელვადიანმა მშვიდობამ. შესაბამისად, ყველამ მინდა იცოდეს, რომ მშვიდობას და სიმშვიდეს ქვეყანაში არ აქვს ალტერნატივა. ჩვენ გავაგრძელებთ ამ ქვეყნის განვითარებას, ჩვენი ქალაქის მოვლას, აღმშენებლობას და აღორძიენას", - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

დღის ამბები