21 ოქტომბერი 2024,   16:43
ვრცლად
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში პოეტი დავით მაღრაძე პედაგოგებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკითხველო დარბაზში, პოეტი დავით მაღრაძე პედაგოგებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა.

​დავით მაღრაძემ ისაუბრა, როგორც საკუთარ შემოქმედებაზე, ასევე თანამედროვე მწერლობაზე და მშვიდობის როლზე, რადგან მისივე თქმით, ომიანობისას შეუძლებელია ახალგაზრდებმა მიიღონ სრულფასოვანი განათლება, შეიქმნას ხელოვნების ნიმუშები და ლიტერატურული ნაწარმოებები.

საღამო კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, პოეტმა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე და მშვიდობის უპირობო აუცილებლობაზე დამსწრე საზოგადოებას საკუთარი შეხედულებები გაუზიარა.

დღის ამბები