21 ოქტომბერი 2024,   22:44
ვრცლად
"აჭარაში უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემები მაქსიმალურად მოკლე დროში იქნება აღმოფხვრილი" - თორნიკე რიჟვაძე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე აჭარის მუნიციპალიტეტებში არსებულ ვითარებას გაეცნო. მისი ინფორმაციით, უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემები მაქსიმალურად მოკლე დროში იქნება აღმოფხვრილი.

"გავეცანი აჭარის მუნიციპალიტეტებში არსებულ ვითარებას. მაღალმთიან აჭარაში უხვმა ნალექმა პრობლემები შეუქმნა ხულოს და შუახევს. მაღალმთიან აჭარაში უხვმა ნალექმა პრობლემები შეუქმნა ხულოს და შუახევს. მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანების გამო შეზღუდულად ხდება ელექტროენერგიის მიწოდება მოსახლეობისთვის. მეწყრულმა პროცესმა დააზიანა დაბა ხულოს სასმელი წყლის მაგისტრალი.
მაქსიმალურად მოკლე დროში იქნება აღმოფხვრილი უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემები. ინტენსიურად იწმინდება საავტომობილო გზები.

ბათუმში, მთელი კვირის განმავლობაში მოსულმა უხვმა ნალექმა პრობლემა შექმნა სასმელი წყლის უწყვეტად მიწოდების კუთხით. სანიაღვრე ქსელის გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით ბათუმში უწყვეტ რეჟიმში იწმინდება ჭები, ცხაურები და ზღვაში გამსვლელი არხები.
შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას უხვი ნალექით გამოწვეული შედეგების სალიკვიდაციოდ," - აცხადებს თორნიკე რიჟვაძე.

დღის ამბები