22 ოქტომბერი 2024,   21:36
ვრცლად
დღეს “რუსთავი 2-ზე“ “ნიჭიერის“ დღეა

დღეს “რუსთავი 2-ზე“ “ნიჭიერის“ დღეა. მაყურებელი მეგა პროექტის მორიგ შესარჩევ ტურს ნახავს. მეხუთე ეპიზოდში გამოვლინდება კიდევ ერთი ოქროს ღილაკის მფლობელი.

ამჯერად ნახევარ ფინალის საგზურს “ნიჭიერის“ ერთ-ერთ კონკურსანტს, თიკა ფაცაცია გადასცემს.

ტრადიცია არც დღეს დაირღვა და გადაცემის ეთერში გასვლამდე მონაწილეები თბილისის ქუჩებში გავიდნენ. მთელი დღის განმავლობაში ისინი დედაქალაქში “ნიჭიერის“ მანქანით გადაადგილდებოდნენ და მოქალაქეებს ხვდებოდნენ.

ქუჩებში სხვადასხვა ლოკაციებზე მათ საკონკურსო ნომრებიც შეასრულეს.

“ნიჭიერი“ ზუსტად 22:00 საათზე დაიწყება.

დღის ამბები