23 ოქტომბერი 2024,   13:29
ვრცლად
უკრაინაში საჰაერო განგაში ქვეყნის რამდენიმე ოლქში სამხრეთიდან “შაჰედის“ დრონების გაშვების გამო ჩაირთო

უკრაინაში საჰაერო განგაში ქვეყნის რამდენიმე ოლქში სამხრეთიდან “შაჰედის“ დრონების გაშვების გამო ჩაირთო. აფეთქებების ხმა იყო კიევში. მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებდნენ.

დაიბომბა ხარკოვი, დაზიანდა ინფრასტრუქტურა, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. ამავე დროს, უკრაინული საინფორმაციო წყაროები წერენ, რომ რუსულმა ძალებმა რამდენიმე ლოკაციაზე პოზიციები გაიუმჯობესეს.

ადგილობრივი მედიის მონაცემებით, ოკუპანტებმა დონეცკის ოლქში წინ წაიწიეს და სოფელი ნოვო-სადოვე დაიკავეს, რუსულმა ჯარებმა მიაღწიეს კუპიანსკის რაიონში მდინარე ოსკოლამდე.

პარალელურად, დღეს ელოდებიან ჩრდილოეთ კორეელი სამხედროების პირველ დანაყოფს კურსკის ოლქში. სხვა დეტალები არ ხმაურდება. NATO-ს გენერალური მდივნის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეის ჯარების არსებობის დადასტურება, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინაში რუსეთის შეჭრას, “მნიშვნელოვანი ესკალაცია იქნება“.

დღის ამბები