23 ოქტომბერი 2024,   15:19
ვრცლად
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი ღია კონკურსით შერჩეულ სტაჟიორ-გამომძიებლებს შეხვდა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კოკა კაციტაძე ღია კონკურსით შერჩეულ სტაჟიორ-გამომძიებლებს შეხვდა, კონკურსში გამარჯვება მიულოცა და შემდგომ პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

სამსახური ყოველ წელს სტაჟირების კონკურს ატარებს, რომლის მიზანი ახალი, კვალიფიციური კადრების მოზიდვა და მათ პროფესიულ განვითარებაში ხელშეწყობაა.

წელს სტაჟიორთა მისაღებ კონკურსში განაცხადი სულ 153-მა კანდიდატმა წარადგინა. 4-ეტაპიანი კონკურსის გავლის შედეგად, რომელიც სამართალსა და ზოგადი უნარებში გამოცდებს, ასევე გასაუბრებას მოიცავდა, კომისიის მიერ 4 საუკეთესო კანდიდატი შეირჩა.

გამარჯვებული კანდიდატები სპეციალურ მოსამზადებელ კურსებს გაივლიან. ამის შემდეგ კი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამომძიებლის უფლებამოსილებით, ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით ერთი წლის განმავლობაში იმუშავებენ. სტაჟირების წარმატებით დასრულების შემთხვევაში ისინი გამომძიებლებად დაინიშნებიან.

დღის ამბები