23 ოქტომბერი 2024,   19:23
ვრცლად
რუსთავში სამხატვრო გალერეა 20 წლის შემდეგ პირველად გაიხსნა

20 წლის შემდეგ პირველად, რუსთავში სამხატვრო გალერეა გაიხსნა. მხატვრის, ოთარ ჩხარტიშვილის სახელობის ხელოვნების გალერეა, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ახალ შენობაში, ოთარ ჩხარტიშვილის ნამუშევრების სერიის - “წელიწადის ოთხი დრო ჩემი ეზოს“ გამოფენით გაიხსნა.

ფერწერულ ტილოებზე, მხატვრის სახლის ფანჯრიდან დანახული, 80-იანი წლების რუსთავია ასახული. გალერეა დღეიდან საერთაშორისო მასშტაბის გამოფენებსაც უმასპინძლებს.

დღის ამბები