24 ოქტომბერი 2024,   02:10
ვრცლად
21 წლის ცნობილი ამერიკელი ბლოგერი Twitch Stable Ronaldo ტრაგიკულად დაიღუპა

ცნობილი 21 წლის ამერიკელი ბლოგერი Twitch Stable Ronaldo ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა.

ახალგაზრდის დაღუპვის შესახებ მისი მეგობრები სოციალურ ქსელში წერენ: "ძალიან მიჭირს ამაზე საუბარი... დღეს დილით გავიგე, რომ ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი Stable Ronaldo ავტოავარიაში დაიღუპა".

მათი ინფორმაციით, ის სახლში ავტომობილით ბრუნდებოდა, რა დროსაც ავარიაში მოყვა.

მედიის ცნობით, ბლოგერის ფანები გაურკვევლობაში არიან და არ სჯერათ, რომ Stable Ronaldo დაიღუპა, რადგან ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. ადრე, Stable Ronaldo-ს გარდაცვალების შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში თვითონ ბლოგერი ამხილეს, რის გამოც ახლა ფანები მისი გარდაცვალების ამბავს ეჭვის თვალით უყურებენ.

 

დღის ამბები