26 ოქტომბერი 2024,   11:22
ვრცლად
26 ოქტომბერს აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებიც იმართება

26 ოქტომბერს აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებიც იმართება. არჩევნებში მონაწილეობას 317.119 ამომრჩეველი მიიღებს. საარჩევნო უბნების რაოდენობაა 317. ელექტრონულად არჩევნები წარიმართება 251 უბანზე (ამომრჩეველთა რაოდენობა 301.290—95.01% ), ტრადიციული მეთოდით 66 უბანზე (ამომრჩეველთა რაოდენობა 15.829—4.99% ). ადაპტირებული მეთოდით დაახლოებით 114 უბანზე.

უმაღლესი საბჭო შედგება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეების მიერ საყოველთაო, თავისუფალი, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით 4 წლის ვადით პროპორციული სისტემით არჩეული 21 დეპუტატისაგან.

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობას 11 პარტია იღებს:

1. “ტრიბუნა“ N21;

2. “ქართული ოცნება“ N41;

3. “გახარია საქართველოსთვის“ N25;

4. “გირჩი“ N36;

5. “ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ N12;

6. “კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“ N4;

7. “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ №5;

8. “ევროპელი დემოკრატები“ N6;

9. “ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ N9;

10. “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ N8;

11. “თავისუფალი საქართველო“ N20.

დღის ამბები