26 ოქტომბერი 2024,   11:27
ვრცლად
ცენტრალური საარჩევნო კომისია 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ეთნიკურ უმცირესობებს სხვადასხვა სერვისს სთავაზობს

საქართველოს პარლამენტის, 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული რეგიონების მიხედვით, შექმნილია 308 საარჩევნო უბანი, კერძოდ:

• ქართულ-აზერბაიჯანული – 183 უბანი;

• ქართულ-სომხური – 121 უბანი;

• ქართულ-სომხურ-აზერბაიჯანული – 4 უბანი.

166 საარჩევნო უბანზე არჩევნები ჩატარდება ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით, ხოლო 142 საარჩევნო უბანზე - ტრადიციული მეთოდით.

საარჩევნო ადმინისტრაცია ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში მცხოვრებ ამომრჩევლებს სხვადასხვა სერვისს სთავაზობს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში მცხოვრებ ამომრჩევლებს ცესკოს ვებგვერდზე ამომრჩეველთა ერთიან სიაში საკუთარი მონაცემების გადამოწმება შეუძლიათ აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე.

ასევე, ცესკოს სატელეფონო/საინფორმაციო ცენტრის (2 51 00 51) საშუალებით, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ამომრჩევლებს საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება შეუძლიათ აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე.

ამასთან, კენჭისყრაში მონაწილეობისთვის ნათარგმნია: ამომრჩეველთა ერთიანი სია, საარჩევნო ბიულეტენი, ბიულეტენის შევსების წესი, კენჭისყრაში მონაწილეობის ამსახველი პოსტერი.

დღის ამბები