26 ოქტომბერი 2024,   13:23
ვრცლად
ფრანგი დამკვირვებელი - ყველაფერი კარგად მიმდინარეობს, კარგად არის დაორგანიზებული საარჩევნო უბნის მუშაობა

ფრანგი დამკვირვებლის, ფრანკო ხავიერ როჯერსის განცხადებით, საარჩევნო პროცესი შეფერხების გარეშე მიმდინარეობს.

"ყველაფერი კარგად მიმდინარეობს, კარგად არის დაორგანიზებული საარჩევნო უბნის მუშაობა, ყველაფერი კარგად კონტროლირებადია", - განაცხადა დამკვირვებელმა.

დღეს საქართველოში პარლამენტის არჩევნები იმართება. წელს ქვეყანაში პირველად ტარდება საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით. ამომრჩევლებს, საერთო ჯამში, 3 111 საარჩევნო უბანი ემსახურება.

 

 

 

 

 

დღის ამბები