26 ოქტომბერი 2024,   19:37
ვრცლად
"არავითარი ექსცესები და დარღვევები არ შეგვინიშნავს" - აზერბაიჯანელი დამკვირვებელი არზუ ნაღიევი

საერთაშორისო დამკვირვებლის, არზუ ნაღიევის განცხადებით, საარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. მისი თქმით, ჯერჯერობით, საარჩევნოო პროცესში ექსცესები და დარღვევები არ გამოუვლენიათ.

"ჩვენი დელეგაცია აზერბაიჯანის მეჯლისს წარმოადგენს, 8 დეპუტატი ვართ ჩამოსული. საარჩევნო უბნებს, ძირითადად, ქალაქ რუსთავში ვაკვირდებით. უკვე, 10 უბანზე ვიყავით, ვესაუბრეთ დამკვირვებლებს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

12 საათამდე, რასაც დავაკვირდით, შეიძლება ითქვას, რომ არჩევნები ნორმალურ გარემოში მიმდინარეობს. არავითარი ექსცესები და დარღვევები არ შეგვინიშნავს. ვიმედოვნებთ, რომ ქართველი ხალხი სასიკეთო არჩევანს გააკეთებს", - განაცხადა არზუ ნაღიევმა.

 

დღის ამბები