26 ოქტომბერი 2024,   21:18
ვრცლად
რაც მეტი იქნება აქტივობა, მით უფრო მყარი იქნება ჩვენი გამარჯვება - პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, რაც მეტი იქნება აქტივობა, მით უფრო მყარი იქნება "ქართული ოცნების" გამარჯვება:

"ვფიქრობთ, რომ დაახლოებით, 200 000 ამომრჩეველი გამოცხადდება საარჩევნო უბნებზე მომდევნო სამი საათის განმავლობაში. ასეთ შემთხვევაში, ამომრჩეველთა რაოდენობა უკვე 2 მილიონს გადასცდება და რაც მეტი იქნება აქტივობა, მით უფრო მყარი იქნება ჩვენი გამარჯვება. შესაბამისად, თითოეული ამომრჩევლის ხმა არის მნიშვნელოვანი, რაც მეტი მით უკეთესი. შესაბამისად, კიდევ ერთხელ ვითხოვ ამომრჩეველს, რომ მაქსიმალურად გამოვიდნენ საარჩევნო უბნებზე,"- აცხადებს ირაკლი კობახიძე.

დღის ამბები