26 ოქტომბერი 2024,   19:26
ვრცლად
"ძალიან კარგია ის, რომ მაქსიმალურად სწრაფად იქნება შესაძლებელი შედეგების მიღება" - ანდრაშ ლასლო კენჭისყრის ელექტრონულ მეთოდზე

საერთაშორისო დამკვირვებლის, ევროპარლამენტარ ანდრაშ ლასლოს განცხადებით, ხმის მიცემისა და დათვლის ელექტრონულ სისტემას არაერთი დადებითი მხარე აქვს, მათ შორის, ხმების დათვლის სისწრაფეა.

მისი თქმით, ელექტრონული მეთოდი გაცილებით დააჩქარებს ხმების დათვლის პროცესს, თუმცა, მისივე განმარტებით, მნიშვნელოვანია იმ უბნების შედეგების დალოდება, რომლებშიც ტრადიციული მეთოდით აძლევენ ხმას.

"ეს არის ახალი სისტემა საქართველოს რეალობაში. ამასთან, ძველი მეთოდითაც ხდება ხმების უშუალო დათვლა საარჩევნო უბნებზე. რასაკვირველია, ორივე უნდა შეჯერდეს. ძალიან კარგია ის, რომ მაქსიმალურად სწრაფად იქნება შესაძლებელი შედეგების მიღება, რათა ამ შედეგების ირწმუნონ. ე.წ. ეგზიტპოლებიც ძალიან დიდი მნიშვნელობის მოვლენაა და რასაკვირველია, ელექტრონული სისტემა გაცილებით დააჩქარებს შედეგების მიღებას. არჩევნების შედეგების უფრო სწრაფი მიღება საზოგადოებას უფრო დააკმაყოფილებს. დამკვირვებლებმა უკვე აღნიშნეს, რომ ელექტრონულ სისტემასთან დაკავშირებით პრობლემები არ ყოფილა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ამომრჩევლები მისი გამოყენება კარგად იციან", - განაცხადა ანდრაშ ლასლო.

დღის ამბები