26 ოქტომბერი 2024,   23:33
ვრცლად
"დღეს საქართველომ მთელს მსოფლიოს აჩვენა, რომ ჩვენ ვართ მშვიდობის მოყვარული ხალხი, ყველამ უნდა გაიგოს, რომ საქართველო არასდროს დაბრუნდება წარსულში" - კახა კალაძე

"დღეს, საქართველომ მთელს მსოფლიოს აჩვენა, რომ ჩვენ ვართ მშვიდობის მოყვარული ხალხი. ჩვენ გვჭირდება მშვიდობა, განვითარება, წინსვლა და ყველამ უნდა გაიგოს, რომ საქართველო არასდროს დაბრუნდება წარსულში, საქართველო არასდროს დაბრუნდება იმ დროში, როდესაც ხალხს აწამებდნენ, ოჯახებს აუბედურებდნენ," - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ განაცხადა.

"გილოცავთ, მეგობრებო. ძალიან მიხარია და, პირველ რიგში, თითოეულ ამომრჩეველს ვუთხრა ძალიან დიდი მადლობა. დღეს, საქართველომ მთელს მსოფლიოს აჩვენა, რომ ჩვენ ვართ მშვიდობის მოყვარული ხალხი. ჩვენ გვჭირდება მშვიდობა, განვითარება, წინსვლა და ყველამ უნდა გაიგოს, რომ საქართველო არასდროს დაბრუნდება წარსულში, საქართველო არასდროს დაბრუნდება იმ დროში, როდესაც ხალხს აწამებდნენ, ოჯახებს აუბედურებდნენ.

ჩვენ გვინდა განვითარება, გვინდა წინსვლა და ამ ყველაფრისთვის ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს. როგორც ჩვენი პარტიის დამფუძნებელმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა თქვა, ყველა ვიქნებით თქვენს სამსახურში, ქართველი ხალხის სამსახურში და კიდევ ძალიან მაგარ საქმეებს გავაკეთებთ, მაგარ პროექტებს განვახორციელებთ და საქართველოს წავიყვანთ იმ მიმართულებით, რასაც ევროპა და ევროკავშირი ჰქვია, ოღონდ ღირსეულად, თავაწეულები და ღირსებით სავსე, გილოცავთ კიდევ ერთხელ," - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები