26 დეკემბერი 2024,   11:40
ვრცლად
საპარლამენტო არჩევნები 2024 დასრულდა - საქართველოს მასშტაბით ყველა საარჩევნო უბანი 20:00 საათზე დაიხურა

საპარლამენტო არჩევნები 2024 დასრულდა. საქართველოს მასშტაბით, კენჭისყრის პროცედურა უკვე დასრულდა. ამომრჩეველს ხმის მიცემის უფლება 20:00 საათამდე ჰქონდა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 17:00 საათის მდგომარეობით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩევლის აქტივობამ 50.6% შეადგინა.

წელს ქვეყანაში პირველად ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით. ამომრჩევლებს, საერთო ჯამში, 3 111 საარჩევნო უბანი ემსახურებოდა, ამომრჩეველთა ერთიან სიაში კი 3,495,789 ადამიანი იყო აღრიცხული.

 

 

 

დღის ამბები