08 დეკემბერი 2024,   06:28
ვრცლად
რამდენიმე ოპოზიციური პარტია ვართ და ამიტომ გვჭირდებოდა ერთმანეთში გასაუბრება, არჩევნები არის მოპარული - ნიკა გვარამია

"არჩევნები არის მოპარული, ხელისუფლების უზურპაცია მოხდა საქართველოში, ეს არის საკონსტიტუციო გადატრიალება, "ქართული ოცნება" არის საკონსტიტუციო გადატრიალების ავტორი - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი ნიკა გვარამია აცხადებს.

ნიკა გვარამიას განცხადებით, "მოპარული არჩევნებისთვის" "ქართული ოცნება" აგებს პასუხს იმ წესით, როგორი წესითაც ამას ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა".

"რამდენიმე ოპოზიციური პარტია ვართ და ამიტომ გვჭირდებოდა ერთმანეთში გასაუბრება. ნამდვილად არ გვიფიქრია ჩვენ პირადად, ჩვენს კოალიციას იმაზე, რომ ამ არჩევნების შედეგებს ჩვენ არ ვაღიარებთ. არჩევნები არის მოპარული, ხელისუფლების უზურპაცია მოხდა საქართველოში, ეს არის საკონსტიტუციო გადატრიალება. "ქართული ოცნება“ არის საკონსტიტუციო გადატრიალების ავტორი და ამაზე "ქართული ოცნება" აგებს პასუხს აუცილებლად იმ წესით, როგორი წესითაც ამას ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა.

მაგრამ, ვიდრე ეს მოხდება, "ქართულ ოცნებას“ მოუწევს ოპოზიციის გამარჯვების აღიარება. ჩვენ გაშიფრული გვაქვს სქემა, რომლის მიხედვითაც მათ მოიპარეს არჩევნები, ამაზეც გვჭირდებოდა გარკვეულ წილად დრო და ამაზე საუბარი. ეს არ არის მარტივი. ჩვენ დაგპირდით ხმების დაცვას და ბოდიშს გიხდით, რომ ამ რთული ტექნოლოგიური სქემის გაშიფრვაში იმთავითვე წარმატებული არ ვიყავით და მხოლოდ არჩევნების გაყალბების შემდეგ აღმოვაჩინეთ ეს პრობლემა, მაგრამ აუცილებლად უნდა გესაუბროთ ამაზე," - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

დღის ამბები