27 ოქტომბერი 2024,   15:09
ვრცლად
"საბოლოოდ ვადასტურებთ, რომ არჩევნები საქართველოში ისე ჩატარდა, როგორც დემოკრატიულ ქვეყნებში ტარდება ხოლმე" - საერთაშორისო დამკვირვებელი ფანი ლაჩკო

კენჭისყრის დღეს მონიტორინგის პირველად ანგარიშებს აქვეყნებენ საქართველოში მყოფი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები. მონიტორინგის ჯგუფმა, რომელშიც არიან დამკვირვებლები ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან, საკუთარი მოსაზრებები საზოგადოებას ცოტა ხნის წინ წარმოუდგინეს.

საერთაშორისო დამკვირვებელი, სამართალმცოდნე, ანალიტიკოსი ფანი ლაჩკო ამბობს, რომ საარჩევნო პროცესი შესაბამისობაში იყო ევროკავშირის სტანდარტებთან.

"ჩვენ დავაკვირდით არჩევნებს როგორც დედაქალაქში, ისე - რეგიონებში. ყველაფერმა ყოველგვარი ინციდენტებისა და ძალადობის გარეშე ჩაიარა. ეს არა მხოლოდ საქართველოს მთავრობის ვალდებულებაა, არამედ თავად ხალხისაც. საარჩევნო პროცესი შესაბამისობაში იყო ევროკავშირის სტანდარტებთანაც. ძალიან საინტერესო იყო ისიც, რომ მოქალაქეებმა იოლად აითვისეს ახალი ხმის მიცემის სისტემაც. საბოლოოდ ვადასტურებთ, რომ არჩევნები საქართველოში ისე ჩატარდა, როგორც დემოკრატიულ ქვეყნებში ტარდება ხოლმე." – ამბობს ფანი ლაჩკო.

დღის ამბები