30 ოქტომბერი 2024,   17:26
ვრცლად
ხმაური და დაპირისპირება ფოთის საკრებულოში - ერთმანეთს ოპოზიციის და მმართველი გუნდის წევრები დაუპირისპირდნენ

ხმაური იყო ფოთის საკრებულოში - ერთმანეთს ოპოზიციისა და "ქართული ოცნების" წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ.

სიტყვიერი კონფლიქტი სხდომის დაწყებამდე მოხდა, როგორც მხარეები ჰყვებიან, "კოალიცია ცვლილებებისთვის" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა დარბაზი სწორედ სხდომის დაწყებამდე დატოვეს.

საკრებულოს დეპუტატებმა, საკუთარი გუნდების ლიდერების მსგავსად, განაცხადეს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ.

დღის ამბები