30 ოქტომბერი 2024,   23:22
ვრცლად
დეზინფორმაციაა, თითქოს ეუთო/ოდირმა არჩევნები უნდა შეაფასოს სიტყვებით "თავისუფალი და სამართლიანი," რისი თქმაც უნდოდა, თქვა გასაგებად, რომ ქართველ ხალხს ჰყავს არჩეული ხელისუფლება - შალვა პაპუაშვილი

დეზინფორმაციაა, თითქოს ეუთო/ოდირმა არჩევნები უნდა შეაფასოს სიტყვებით "თავისუფალი და სამართლიანი", რისი თქმაც უნდოდა, თქვა გასაგებად, რომ ქართველ ხალხს ჰყავს არჩეული ხელისუფლება", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის აღნიშნავს, ყველამ, შინ და გარეთ, პატივი უნდა სცეს ქართველი ხალხის არჩევანს.

"დეზინფორმაციაა, თითქოს ეუთო/ოდირმა არჩევნები სიტყვებით "თავისუფალი და სამართლიანი" უნდა შეაფასოს, იმისთვის, რომ ის შემდგარად ჩაითვალოს.

სხვათა შორის, ამ დეზინფორმაციას 2020 წელს ოპოზიცია ავრცელებდა, თუმცა ბოლოს მათაც მოუწიათ უარყოფა.

ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიასთან ჩემი შეხვედრისას ამ მოსალოდნელ დეზინფორმაციაზეც მქონდა საუბარი და მივიღე მკაფიო დასტური, რომ ეს არ არის ტერმინი, რომელსაც ეუთო/ოდირი თავის ანგარიშში იყენებს.

ამიტომ არის, რომ არც აშშ-ის, არც საფრანგეთის, არც პოლონეთის, არც ბელგიის და, თქვენ წარმოიდგინეთ, არც მოლდოვის არჩევნები მას "თავისუფალ და სამართლიან" არჩევნებად არ შეუფასებია.

ეუთო/ოდირს რისი თქმაც უნდოდა, გასაგებად თქვა, რომ ქართველ ხალხს ჰყავს არჩეული ხელისუფლება.

ყველამ, შინ და გარეთ, პატივი უნდა სცეს ქართველი ხალხის არჩევანს.

"ქართული ოცნების" 54% და 1 119 908 ამომრჩევლის ხმა საკმაოზე მეტად მკაფიო და მჭექარეა, რომ ვინმემ მისი წაყრუება სცადოს," - წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

დღის ამბები