30 ოქტომბერი 2024,   23:23
ვრცლად
წალენჯიხაში ძმამ ძმა სანადირო თოფით დაჭრა

წალენჯიხაში ძმამ ძმა დაჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, ის სანადირო თოფით მსუბუქად არის დაჭრილი. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გავრცელებული ინფორმაციით, ძმებს შორის დაპირისპირება ყოფით ნიადაგზე დაიწყო.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "რუსთავი 2-ს" განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლი სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

 

დღის ამბები