30 ოქტომბერი 2024,   23:23
ვრცლად
იტალიაში, სათხილამურო სპორტის 19 წლის ამომავალი ვარსკვლავი ვარჯიშის დროს დაიღუპა

19 წლის იტალიელი მოთხილამურე, მატილდა ლორენცი ვარჯიშის დროს დაეცა და მიღებული ტრავმების შედეგად დაიღუპა. ინფორმაციას cbsnews-ი ავრცელებს.

იტალიის ზამთრის სპორტის ფედერაციამ, ახალგაზრდა ამომავალი ვარსკვლავის დაღუპვის ფაქტი დაადასტურა.

ფედერაციის განმარტებით, სპორტსმენი ჩრდილო-აღმოსავლეთ იტალიაში ვარჯიშობდა, რა დროსაც დაეცა და მძიმე ტრავმები მიიღო. ის უახლოეს საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაიყვანეს, თუმცა ტრავმების სიმძიმის გამო, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

უბედური შემთხვევის შემდეგ, იტალიის ზამთრის სპორტის ფედერაციამ ყველა ღონისძიება და ვარჯიში დროებით გააუქმა.

დღის ამბები