27 დეკემბერი 2024,   15:24
ვრცლად
"აშშ-ში და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, ეუთო/ოდირის მიერ არც ერთი არჩევნები არ შეფასებულა, როგორც თავისუფალი და სამართლიანი, რადგან ეუთო/ოდირი ამ ტერმინებს არ იყენებს" - ნიკოლოზ სამხარაძე

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის შეფასებაზე განმარტებას აკეთებს.

სამხარაძის განცხადებით, ეუთო/ოდირს არც აშშ-ში და არც ევროკავშირის ქვეყნებში ჩატარებული არჩევნები არ შეუფასებია, როგორც თავისუფალი და სამართლიანი, რადგან ეუთო/ოდირი ამ ტერმინოლოგიას არ იყენებს.

მისი თქმით, საქართველოს მიმართაც სწორედ ეს მიდგომა მოქმედებს და ამის ფარგლებში მოხდა შეფასებაც.

"მე ათზე მეტ არჩევნებს ვაკვირდებოდი ეუთოს სხვადასხვა წევრ ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. ეუთო/ოდირის მიერ არც ერთი ეს არჩევნები არ შეფასებულა, როგორც თავისუფალი და სამართლიანი. რატომ? იმიტომ, რომ ეუთო/ოდირი ამ ტერმინებს არ იყენებს. აქედან გამომდინარეობს საქართველოს მიმართ იგივე მიდგომა", - წერს ნიკოლოზ სამხარაძე.

დღის ამბები