04 ნოემბერი 2024,   22:40
ვრცლად
ევროპარლამენტარი ტიერი მარიანი: არჩევნების საღამოს ის [სალომე ზურაბიშვილი] გმობდა მასიურ გაყალბებას, მაგრამ ახლა არ იცის რა თქვას, როცა მართლმსაჯულების სისტემა მისი პრეტენზიების მტკიცებულებას ითხოვს

ფრანგი ევროპარლამენტარი, ტიერი მარიანი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ განცხადებებს ეხმაურება.

"არჩევნების საღამოს ის[სალომე ზურაბიშვილი] გმობდა მასიურ გაყალბებას, მაგრამ ახლა არ იცის რა თქვას, როცა მართლმსაჯულების სისტემა მისი პრეტენზიების მტკიცებულებას ითხოვს.

შეგიძლია იყო პრეზიდენტი და ამავე დროს მაინც იყო სასაცილო," - წერს ევროპარლამენტარი ტიერი მარიანი სოციალურ ქსელ X-ზე.

დღის ამბები