04 ნოემბერი 2024,   21:04
ვრცლად
ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგური, რომელიც საბჭოთა კავშირის შემდეგ საქართველოში აშენდა და მორიგი ნაბიჯი ენერგოდამოუკიდებლობისკენ - "ხობი 2 ჰესი" 202 მილიონ კილოვატ/საათ ენერგიას გამოიმუშავებს

"ხობი 2 ჰესი" - ეს საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში აშენებული ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჰესია. "ხობი 2 ჰესის" მდებარეობა სამეგრელო-ზემო სვანეთია. კონკრეტულად კი, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი. ჰესის ინვესტიციის მოცულობა 250 მლნ ლარზე მეტია. მიმდინარე პროექტისთვის გაიჭრა თითქმის 7-კილომეტრიანი გვირაბი.

პროექტი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისკენ გადადგმულ ნაბიჯად უკვე შეფასდა. ჰესის სიმძლავრე 44,5 მეგავატს, ხოლო წლიური გამომუშავება დაახლოებით 202 მილიონი
კილოვატ/საათს შეადგენს. პროექტის განხორციელების პერიოდში სადგურის მშენებლობაზე დასაქმებული იყო 300 ადამიანი. ამ დროისთვის კი, ჰესზე 50-მდე ადგილობრივი მუშაობს.

ყველაფერი 2015 წელს დაიწყო, მაშინ, როცა მშენებლობაზე მემორანდუმი გაფორმდა. პროექტი განახორციელა კომპანიამ "ქართული საინვესტიციო ჯგუფი ენერგია" და ჰესის მშენებლობის პარალელურად, რეგიონში სხვადასხვა სოციალური პროექტებიც განახორციელა. ამისთვის კი, 400 000 ლარზე მეტი დაიხარჯა. განხორციელებულ პროექტებს შორისაა სხვადასხვა სპორტული კომპლექსი. მდინარის გათევზიანება და ტობავარჩხილისკენ მიმავალი გზის ნაწილის რეაბილიტაცია.

"ხობი 2 ჰესი-დან" ყოველწლიურად ადგილობრივ ბიუჯეტში 2,5 მილიონ ლარზე მეტი შევა.

 

დღის ამბები