31 ოქტომბერი 2024,   19:12
ვრცლად
“მინდა მივმართო საქართველოს სახალხო დამცველს, საჯაროდ მიპასუხოს, დაირღვა თუ არაა კენჭისყრის ფარულობა ქვეყანაში“ - თამარ კორძაია

“ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, თამარ კორძაია საქართველოს სახალხო დამცველს მიმართავს და მოუწოდებს არჩევნებზე ხმის ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე საჯარო განცხადება გააკეთოს.

თამარ კორძაია მიმართავს ლევან იოსელიანს გააკეთოს განცხადება დაირღვა თუ არაა კენჭისყრის ფარულობა ქვეყანაში.

“მე მინდა მივმართო საქართველოს სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს და ვკითხო, საჯაროდ მიპასუხოს, დაირღვა თუ არაა კენჭისყრის ფარულობა ქვეყანაში და დაირღვა თუ არა საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლით აღიარებული ადამიანის თავისუფალი არჩევანის უფლება. გამოვიდეს ლევან იოსელიანი და თქვას, ბიულეტენებზე, როდესაც ჩანდა გაფერადებული სუბიექტი, არის თუ არაა ეს ტოტალური დარღვევა. კალანდარიშვილმაც კი აღიარა რომ ბიულეტენებიდან ეს ჩანდა. ამას ჰქონდა ტოტალური ხასიათი და დროა სახალხო დამცველმაც ამოიღოს ხმა, ოღონდ საჯარო განცხადებას ვითხოვ მე მისგან,“ - განაცხადა თამარ კორძაიამ “დღის კურიერის“ ეთერში.

დღის ამბები