ზუგდიდში, 67-ე ოლქში, საჩივრების განხილვა სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. სხდომის მიმდინარეობისას, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ოთახიდან გააძევა, რასაც ოპოზიციის წარმომადგენლის მისამართით შენიშვნები უძღოდა წინ.
ოპოზიცია შეტანილი საჩივრებით, სხვადასხვა დარღვევის გამო, ყველა უბნის შედეგების გაბათილებას ითხოვდა, რამდენიმე არასამთავრო ორგანიზაცია კი - ცალკეული უბნების.
საოლქო საარჩევნო კომისიამ, ხმათა უმრავლესობით, გადაწყვიტა, რომ საჩივრები არ უნდა დაეკმაყოფილებინა.