უამინდობა გორში - რაიონში უხვი ნალექი მოვიდა, ძლიერმა ქარმა კი მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა, სახურავები ახადა შენობებს, ასევე დააზიანა ელექტროენერგიის ბოძები.
დაზარალებულებს ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები შეხვდნენ. მათ გორის მუნიციპალიტეტის მერია შესაბამის დახმარებას დაჰპირდა.
ამ დროისთვის, სოფლების უმეტესობას უკვე აღდგენილი აქვს ელექტროენერგიის მიწოდება, ხოლო იმ სოფლებს, სადაც დენის მიწოდება დროებით შეფერხებულია, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.